თბილისი. 13 ნოემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ და ონლაინ მედიაში, ასევე პრესაში, ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებთან და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა და ანალიზი იყო. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რეაგირების თხოვნით, განცხადებით მიმართავდა მედიასაშუალებებს.
ანგარიში წარმოადგენს 2013 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამებას და მასში შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი დარღვევები, რეაგირება და რეკომენდაციები.
წყარო: qartia.org.ge