შიდა ქართლი. 13 ნოემბერს საზოგადოება „ბილიკის" ორგანიზებით გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინტელექტუალური ვიქტორინა „რა? სად? როდის?" ჩატარდა. ღონისძიება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის და პროექტ „თანადგომის" ფარგლებში განხორციელდა. მასში მონაწილეობას გორის ქარელის, სურამის, დიცის, ნიქოზის, ყელქცეულის, ხვითისა და ძევერის სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. გამარჯვებული გუნდები ექსკურსიით დაჯილდოვდნენ. ერთდღიანი გასვლითი ღონისძიება მოეწყობა ვიქტორინაში მონაწილე სხვა გუნდებისთვისაც.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში