en
ge

კოალიციის მიმართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მიმართავს. კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ცვლილელებების ამოქმედების მოახლოებას ეხება. მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ობიექტური და დასაბუთებული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით კოალიციამ დაიწყო კონცეფციისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შესთავაზოს მოქმედი წესის დასაბუთებული ალტერნატივა. „მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავი უნდა შეიკავოს მოსამართლეების 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან. თუმცა, თუკი საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად აუცილებელია ახალი მოსამართლეების დანიშვნა, უმჯობესია საბჭოს წევრებს შორის ამაზე შეთანხმება მოხდეს კონსტიტუციური ნორმისა და კანონის ამოქმედებამდე, ვიდრე ძალაში შევა გამოსაცდელი ვადის მექანიზმი", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)