en
ge

ტრენინგი „ორტუსის“ წევრებისათვის

სამეგრელო. 13 ნოემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრი „ორტუსის" წევრებს, ჩაუტარდათ ტრენინგი, თემაზე „ეფექტური პრეზენტაციების ტექნიკები". ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის თეორიული ინფორმაციისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას წარმატებული პრეზენტაციის ჩატარებისთვის. სესიაზე განხილული იყო საკითხები: პრეზენტაციის მომზადების ეტაპები; შინაარსობრივად და ტექნიკურად გამართული პრეზენტაციების მომზადების პრინციპები; პრეზენტაციის მსვლელობა; ჯგუფური პრეზენტაციების ჩატარების წესები და სპეციფიკა; მნიშვნელოვანი რჩევები წარმატებული პრეზენტატორისთვის.
სესიის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცა მიეღოთ თეორიული ცოდნა და განემტკიცად ის პრაქტიკული სავარჯიშოს მეშვეობით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023