მცხეთა–მთიანეთი. „ახალგაზრდა ადვოკატები",ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 14 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს პროექტის: „ადგილობრივი ლიდერებში" მონაწილეობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის მიზანია, დიალოგის წარმოება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, მათთვის სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო ღირებულებების უპირატესობის დასაბუთება, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა და საზოგადოებისთვის წარდგენა, ახალგაზრდების დაინტერესება დემოკრატიულ პროცესებში თანამონაწილოებისთვის. ამ მიზნით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცხადებულ კონკურსში და წარმოადგენენ ანალიტიკურ სტატიებს თემებზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი – შესაძლებლობების ანალიზი"; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – პერსპექტივები და მომავალი" და „სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის სტანდარტები", რომლებსაც შეაფასებს პროექტის საკონკურსო კომისია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში