4–12 ნოემბერს საქართველოს 5 რეგიონში ორგანიზაცია „სიდამ" G-PAM–ის პროექტის კონსულტანტების რეგიონული ტრენინგები ჩაატარა. შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში ტრენინგების ორგანიზებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს G-PAM–ის პარტნიორმა რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ასევე კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ.
G-PAM (ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 50 სოფელში და 5 მუნიციპალიტეტში გახსნილია საკონსულტაციო–საინფორმაციო კუთხეები, სადაც აღნიშნული პროექტის კონსულტანტები საბერძნეთსა თუ თურქეთში ლეგალურად ემიგრირების მსურველ მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ ქვეყნებში ემიგრირების, ცხოვრებისა და მუშაობის რისკებისა და თავისებურებების შესახებ.
წყარო:cida.ge