en
ge

გორის ტურისტული პოტენციალი

შიდა ქართლი. 30 აგვისტოს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე: გორის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ბიზნესის განვითარება, როგორც ისტორიულ-სანახაობრივი კუთხით, ასევე სპორტის მიმართულებით. 
გორის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალში მოიაზრება სამკურნალო ტურიზმი - კურორტი გორიჯვარი (რესპუბლიკური მასშტაბის ბალნეოლოგიური კურორტი); ტანას ხეობა, სადაც მდებარეობს უძველესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ვერეს ციხე და მონასტერი, ტანას ხეობაში მდებარე უნიკალური ჩანჩქერი, რომელიც ზამთრის პერიოდში იყინება და საინტერესოა ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის; ასევე - კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე და მრავალი სხვა უნიკალური ადგილი, რაც მთლიანობაში ხელსაყრელ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, საკრებულოს უფროსი სპეციალისტი ეკა ჯაფიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)