en
ge

Media.Ge თბილისის მერიის წინააღმდეგ

თბილისი. თბილისის მერიის წინააღმდეგ ორგანიზაცია „ინტერნიუს–საქართველოს" ინტერნეტ-პორტალ Media.Ge-ს სარჩელს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 18 ნოემმბერს, 11:00 საათზე.
Media.Ge თბილისის მერიისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს, კერძოდ: ინფორმაციას მერიის მიერ ტელევიზიებისთვის სარეკლამო რგოლების განთავსებისა და გადაცემების დაფინანსებისთვის გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ. მერიამ, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიუხედავად, ეს ინფორმაცია სრულყოფილად არ გასცა.
ინტერნეტ-პორტალის ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.
წყარო: Media.Ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)