თბილისი. 18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში Media.Ge-ს რედაქტორის, მაია წიკლაურის სარჩელის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მაია წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 11 ივნისს მიმართა. ვებ-გვერდის რედაქტორი სასამართლოს სთხოვდა თბილისის მერიისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალდებულებინა და გამოცემის ადმინისტრაციული საჩივარი განეხილა.
18 ნოემბერს, სასამართლომ ქალაქ თბილისის მერიისა და Media.Ge-ს რედაქტორის იურიდიულ წარმომადგენლებს მოუსმინა. წიკლაურის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი, ეკა ციმაკურიძე იცავდა.
მომავალი სასამართლო პროცესი მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკმებერს ჩანიშნა.
წყარო: media.ge