იმერეთი. 20 ნოემბერს, ქუთაისში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" თემაზე – „ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში" – დისკუსია მოაწყო. შეხვედრას სტუდენტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.
დისკუსიაზე გაჟღერდა, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია პროაქტიულად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ ვებ გვერდის საშუალებით, სხვადასხვა სახის განკარგულებები, ბრძანებულებები, დადგენილებები, საჯარო მოხელეების სრული სია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აქედან გამომდინარე მუშავდება ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსია, შედეგად წერილობითი განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოში მისვლა სავალდებულო აღარ არის.