თბილისი. 20 ნოემბერს, კომპანია „შელ ოილის" (Shell Oil) ყოფილ პრეზიდენტთან და არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერ ჯონ ჰოფმაისტერთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს მსოფლიოსა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯონ ჰოფმაისტერმა გააკეთა პრეზენტაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ენერგეტიკული პროექტები ისე, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, ისე მოქალაქეების სოციალური ინტერესები და საჭიროებები; მან ასევე ისაუბრა ინვესტორების მოძიების სტრატეგიებზე.
შეხვედრა გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გლობალური მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით.