en
ge

დისკუსია ნარჩენების მართვის საკითხებზე

იმერეთი. დღეს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია თემაზე „ქალაქ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ნარჩენების მართვის საკითხების შესახებ". დიალოგი ქ.ქუთაისსა და იმერეთის რეგიონის ნარჩენების მართვის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობების, ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შეხვედრის მიზანს ნარჩენების მართვის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების ჩართულობის გაზრდაის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრა გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში – „დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" – იმართება. აღნიშნული პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირის „ეკოხედვის" მიერ.
შეხვედრის ადგილობრივი ორგანიზატორები არიან: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი” და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონული წარმომადგენელი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)