en
ge

გენდერული საკონსულტაციო საბჭოების პრეზენტაცია ქუთაისში

იმერეთი. ფონდ „სოხუმის" ინიციატივით, ქუთაისში, გენდერული საკონსულტაციო საბჭოების პრეზენტაცია გაიმართა. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტმა, თამარ საბედაშვილმა განაცხადა, საკონსულტაციო საბჭოების შექმნის მიზანია, მოქალაქეების  მეტი ჩართულობა ქალაქში მიმდინარე  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით საკითხების გადაწყვეტაში. ღონისძიებაზე ასევე ფონდ „სოხუმსა" და ქუთაისის საკრებულოს შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქუთაისის საკრებულოს წევრის თქმით მემორანდუმის ფარგლებში, ფონდი „სოხუმი" საკრებულოს იმ ინიციატივებსა და შეხედულებებს მიაწვდის, რომელიც აუცილებელია ქალაქისა და ქვეყნის განვითარებისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტის შეფასებით, მემორანდუმი  საშუალებას იძლევა მოქალაქეები უფრო მეტად ჩაერთონ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა საბავშვო ბაღების საკითხები, მათი მდგომარეობა, რაოდენობა, ქალთა მიმართ ძალადობის პრეცენდენტები,  ქალთა გააქტიურება საზოგადოებრივ სფეროში და სხვა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023