თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების შესახებ კვლევის წინასწარი შედეგები ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. კვლევამ – „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების კვლევა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ადვოკატირების და სოციალურ პოლიტიკაში გენდერის ინტეგრირების საკითხებში" – მოიცვა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში მოქმედი 41 ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
კვლევის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების შეფასება, ორგანიზაციების საჭიროებების გამოვლენა, ადვოკატირების წარმატებული მაგალითების აღწერა და მომავალში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების ტრენინგის მოდულისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
წყარო:ginsc.net