en
ge

პორტალის პრეზენტაცია

სამცხე–ჯავახეთი, კახეთი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რეგიონებში საარჩევნო პორტალის პრეზენტაციას მართავენ. წინა კვირას პრეზენტაციები გაიმართა ახალციხეში (დემოკრატიული ჩართულობის ახალციხის ცენტრში), ასევე გურჯაანში (სამართლიანი არჩევნების ოფისში).
შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
პორტალის მიზანია ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საზოგადოებისთვის. მასზე განთავსდება ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ კახეთის რეგიონული კოორდინატორის, ნანა დევიძის თქმით: ,,პორტალზე დადებული ინფორმაციით შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიასაშუალებებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არჩევნებით დაინტერესებულმა პირებმა და სხვა. რაც ყველაზე მთავარია მოქალაქეებს საშუალება ექნება საიტზე თავად განათავსონ ინფორმაცია საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებსა და ინციდენტების შესეხებ. გარდა ამისა ასევე მუშაობს უფასო sms ნომერი 2500, რომელზედაც ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი  მობილური ქსელიდან.’’

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)