აჭარა. 22 ნოემბერს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ და ბათუმის საკრებულომ, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ღია კარის დღე გამართა, სადაც განხილეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი დარბაზების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ბიუჯეტი ძირითადი დოკუმენტია ქალაქისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების აქტიური მონაწილება, შესაბამისად დამსწრე საზოგადოების მხრიდან შეხვედრის დროს დაისვა არაერთი საკითხი, ადგილზევე გაკეთდა შენიშვნები და რეკომენდაციები. საკრებულო უზრუნველყოფს მოქალაქეთა შენიშვნებისა და რეკომენდაცეიბის მიღებას, ასევე არაუგვიანეს 25 ნოებრისა საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტს დაუბრუნებს მერიას, ხოლო 10 დეკემბრამდე მერია შესწორებულ ვარიანტს (ან იგივიე ვარიანტს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.