en
ge

გამჭვირვალობის ბლოგი: „მაუწყებელთა დაფინანსების ზოგიერთი წყარო კვლავ უცნობია“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ნანა საჯაიას ბლოგპოსტი: „მაუწყებელთა დაფინანსების ზოგიერთი წყარო კვლავ უცნობია". ბლოგპოსტში გაანალიზებულია მაუწყელების მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშები. „მაუწყებლების მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშები დაფინანსების წყაროების შესახებ არასაკმარის ინფორმაციას შეიცავს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 31 მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს შეიცავს, მაშინ როცა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 99 რადიო და ტელეკომპანია აქვს დარეგისტრირებული, რომლებსაც მაუწყელობის ლიცენზია ან ავტორიზაცია აქვთ და კომისიის ზედამხედველობას ექვემდებარებიან.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)