სამეგრელო. 24 ნოემბერს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრ „ორტუსის" ორგანიზებით ზუგდიდში ჩატარდა ველორბოლა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მიიღეს. ეს ღონისძიება მიეძღვნა ძალადობის აღმოფხვრის კვირეულს, რომელიც 20–დან 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა ზუგდიდის ახალგაზრდულ ცენტრში, პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაში 9 კონკურსანტი მონაწილეობდა. ღონისძიება ეძღვნებოდა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს. ველორბოლის მიზანი იყო ქალების მიმართ ძალადობის დაგმობა, გოგოების გააქტიურება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში