en
ge

მოწვევა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეზე საქართველოს პარლამენტში

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებენ თანამშრომლობის ახალ ტრადიციას: საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში. იგი ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საფუძველი ეყრება საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმით. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ამავე ღონისძიებაზე მოეწერება.
ღონისძიება გაიმართება 2013 წლის 12 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, 13:00–დან 16:00 საათამდე.
დეტალურად იხილეთ თანდართული დოკუმენტები:
მონაწილეობის მსურველთათვის დეტალური ინფორმაცია
დღის წესრიგი
მემორანდუმის ტექსტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)