კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სოფლის პრობლემების კვლევების შედეგების პრეზენტაცია, „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის".
„სათემო კავშირის" წარმომადგენლებმა, როგორც სოფლის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრებს სოფლებში დღეისთვის არსებული პრობლემები გააცნეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი, კახა ჯამბურია აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე პროექტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა" და „გაეროს განვითარების ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში.