ქვემო ქართლი. 23 ნოემბერს რუსთავისა და ბოლნისის სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები Etanews.ge-ს პრეზენტაციას დაესწრნენ. Etanews.ge-ს ეს არის საინფორმაციო პორტალი, რომელზეც სიახლეების განთავსება დარეგისტრირების შემთვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა მონაწილეებს პროექტი ძირითადი დანიშნულება და მიზანი გააცნო. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ პროექტში ჩართვა.
ახალგაზრდები საინფორმაციო პორტალის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას მათ რეგიონში მიმდინარე ამბებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
წყარო:სიქას გვერდი სოციალურ ქსელში