en
ge

აქცია–ფესტივალი: „მიმართულება => ევროკავშირი“

თბილისი. 24 ნოემბერს დედა ენის ბაღში გაიმართა აქცია–ფესტივალი „მიმართულება => ევროკავშირი". იგი იყო გზავნი როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, რომ საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი ევროპული ოჯახია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოში ევროპის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ფონდები. ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო" წარმოადგინა ევროკავშირთან დაკავშირებული პუბლიკაციები: „ აღმოსავლეთის პარტნიორობა", „გზა ევროკავშირისკენ" და „გზა ღია ევროპისკენ".
აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა კიევში მიმდინარე აქციებისადმი და სპეციალურად, უკრაინის დროშაც გამოფინეს.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „ევროპის ალუმნების გაერთიანება" და „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი-საქართველო".
აქცია-ფესტივალი წინ უსწრებდა ვისნიუსის სამიტს, სადაც 28-29 ნოემბერს დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
წყარო:osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)