en
ge

ახალციხეში ეკოტურიზმის განვითარების თემაზე დისკუსია გაიმართა

სამცხე–ჯავახეთი. სექტემბრის ბოლოს საქართველო უმასპინძლებს გარემოსდაცვითი განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას - ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის: თბილისი+35” .
აღნიშნულ კონფერენციას წინ უსწრებს გარემოსდაცვითი კვირეული, რომელიც აერთიანებს ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ ორგანიზებულ გარემოსდაცვით საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
კვირეულის ფარგლებში 30 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გარემოსდაცვითი კავშირის ,,ეკოდახისა” და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო დისკუსია თემაზე: ,,ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობა საქართველოში”. ღონისძიებას სტუდენტები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დისკუსიის მონაწილეები გაეცვნენ ინფორმაციას ეკოტურისტული აქტივობების და სერვისების, განახლებული ინფრასტრუქტურისა და ეკოტურიზმის მნიშვნელობის, ფასეულობების, ეკონომიკური და სოციალური სარგებლობის შესახებ. მონაწილეებს აჩვენეს ფილმი ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები”, გადასცეს ბუკლეტები და გზამკვლევი რუკები.

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)