en
ge

დასრულდა საქველმოქმედო კვირეული – ,,ჩვენც დავბერდებით”

აჭარა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის” საქველმოქმედო კვირეული – ,,ჩვენც დავბერდებით” –დასრულდა. კვირეული პროექტის ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის” ფარგლებში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო საზოგადოებაში  ქველმოქმედების და მოხალისეობის  კულტურის  განვითარებისთვის  ხელშეწყობა.
კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის კულტურის ცენტრის თაოსნობით, ანსამბლ ,,ქობულეთის” კონცერტი გაიმართა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანდაზმულების მიერ დამზადებული სამკაულების და სუვენირების გამოფენა -გაყიდვა, შეგროვდა შემოწირულობა, დარიგდა საინფორმაციო მასალა.
შემოწირულობა შეაგროვა  ახალგაზრდა მოხალისეთა   ჯგუფებმა. შეგროვილი თანხა მოხმარდა  უმწეო ხანდაზმულთათვის საკვები პროდუქტების შეძენას, რომლებიც  მარიამობის დღესასწაულზე,  ასოციაციის 100 ბენეფიციარს გადაეცა.  
ვიდეო
სრულად
წყარო: www.awa.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023