en
ge

„ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის“

კახეთი. „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის" ამ სახელწოდებით, 27 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია ყვარელში. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით ერთდროულად კახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ხორციელდება.
ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორებმა პროექტის მნიშვნელობასა და პარტნიორ ორგანიზაციებზე ისაუბრეს. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, მათი ამოცანაა ხელი შეუწყონ გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და მის ჩართულობას კომისიების მუშაობაში.
საუბარი შეეხო იმ კომისიის მნიშვნელობას, რომლის შემადგენლობაში საკრებულოს წევრები და სოფლის რწმუნებულები შევლენ და გამოცდილი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე სწავლებას გაივლიან, სადაც ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება - გაუმჯობესებაზე იმუშავებენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)