თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა სოფო ჭარელის ბლოგპოსტი: „საჯარო სამსახურებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის სათანადო რეგულაციების საჭიროების შესახებ".
„...მთლიანობაში მოვლენები, რომელიც ბოლო წლებში საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრნსპორტო საშუალებების შეძენის ირგვლივ ვითარდებოდა ნათლად მიანიშნებს, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით კონკრეტული რეგულაციების შემოტანა. რეგულაციების, რამაც, ერთის მხრივ, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა უნდა უზრუნველყოს, ხოლო, მეორეს მხრივ, საჯარო მოხელეთა მხრიდან სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკი უნდა შეამციროს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge