en
ge

EMC მინარეთის აღმართვაზე ნებართვის გაცემის შესახებ

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ ჭელაში მინარეთის მშენებლობის ნებართვის გაცემას მიესალმება. ორგანიზაცია ფაქტს „მუსლიმთა თემის შელახული რელიგიური უფლებების აღდგენის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯად" აფასებს. „EMC მიიჩნევს, რომ ჭელას მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულობისა  და ამ საკითხზე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, მინარეთის აღდგენა ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია და განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რელიგიური ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, რომელიც რელიგიურ უმცირესობებისთვის ხშირ შემთხვევაში ართულებს ან შეუძლებელს ხდის მშენებლობის ნებართვის მიღებას  არსებით გადახედვას საჭიროებს. EMC იმედოვნებს, რომ აღნიშნული დადებითი ფაქტი სახელმწიფოში დამკვიდრდება როგორც რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის პოზიტიური პრაქტიკა", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: emc.org.ge/



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023