en
ge

საია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადავადებაზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 2013 წლის 28 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება.
„ჩვენთვის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად...
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გააანალიზოს თუ რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება...", ნათქვამია საიას განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)