თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ" სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „ბოლო პერიოდში, სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 17 ნოემბერს ქსნის ციხეში სკაიპის მეშვეობით ერთ–ერთი მსჯავრდებული „კანონიერ ქურდად" მონათლეს.
აღნიშნულმა ფატქმა უწყების ხელმძღვანელები სერიოზულად უნდა დააფიქროს. სისტემაში გასატარებელია მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარება უმართავი გახდება.
მიგვაჩნია, რომ თუ სისტემაში დღეის მდგომარეობით არსებული ვითარება არ გამოსწორდება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ კონტროლს, თუ ვერ უზრუნველყოფს პატიმრების უკანონო კომუნიკაციას დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერებთან, წინაღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება მკვეთრად გაუარესდება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში