თბილისი. 3–6 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით, ადგილობრივი განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განივთარების ტრენინგი მიმდინარეობს.
3–დღიანი ტრენინგის შედეგად, ახალქალაქის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის და ნინოწმინდის სამუშაო ჯგუფის წევრები, მიიღებენ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, პრეზენტაციის პროცესის სწორი მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად სხვადსხვა აუდიტორიის წინაშე.
შეხვედრაზე, ჯგუფის წევრები შეიმუშვებენ მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმების საპრეზენტაციო ვერსიებს ადგილობრივი თვითმმართველობის, მოსახლეობისა და დონორების წინაშე წარსადგენად.
წყარო:cida.ge