en
ge

განცხადება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ...საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი. თუმცა, ამ დრომდე არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს კონვეციის რატიფიცირება. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონვეციის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მზადდება საქართველოს მთავრობმის მიერ. აქვე, მივიჩნევთ, რომ სამოქმედო გეგმა უნდა იყოს არსებული პრობლემების მიმართ ადეკვატური, ობიექტური კრიტერიუმებით გაზომვადი და რეალური შედეგის მომტანი", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023