ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში 26-27 ნოემბერი თემატური სემინარები გაიმართა.
ორდღიანი სამუშაო სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების 40-მდე წარმომადგენელმა. სემინარის ფარგლებში, შესაბამისი სფეროების ექსპერტების მიერ განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა დეცენტრალიზაციის პრინციპები და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა (დავით ლოსაბერიძე), ხელისუფლების დანაწილება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით (ვახუშტი მენაბდე), ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დეფინიცია და სამართლებრივი მექანიზმები (მამუკა კომახია), განათლების რეფორმა სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში (შალვა ტაბატაძე) და მიგრაცია და თავშესაფარი (ალექსანდრე სვანიძე). ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამა დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდი სოციალურ ქსელში