იმერეთი. 3 დეკემბერს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. ცენტრის წევრებისთვის გაიმართა სემინარი თემაზე: „შშმ პირთა უფლებები და ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში". ახალგაზრდები ასევე ეწვივნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნურ სამყაროს", სადაც 19 აღსაზრდელს გადასცეს წიგნები, სახატავი რვეუელები და მათთან ერთად გამართეს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.
ღონისძიებები გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში