en
ge

„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა – ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია „ეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომელიც თვითმმართველობის დეცენტრალიზებისკენ არის მიმართული. მაგრამ, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შეცვლასთან, ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება დაჩქარებულ ვადებში განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ საკითხი გაცილებით სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. დადებითი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელია გაიზარდოს კანონპროექტის განხილვაში დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებით შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოიშვას, რაც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს", ნათქვამია ბლოგპოსტში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კოდექსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პარლამენტს შენიშვნების და რეკომენდაციების ვრცელ და დეტალურ დოკუმენტს წარუდგენს.
სრულად
წყარო: transparency.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023