en
ge

გამჭვირვალობის რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე

სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. „მიგვაჩნია, რომ რეკომენდაციათა გათვალისწინების შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული იქნება და იგი ყველა იმ აქტუალურ პრობლემას დაფარავს, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები პირველ რიგში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა, შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმივისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ მიმართულებას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს. შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, პრიორიტეტი არსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად
წყარო: transparency.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023