en
ge

სამართლიანი არჩევნების განცხადება თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ეხმაურება საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების საჭიროებებსა და რისკებთან დაკავშირებით. „აღნიშნული დისკუსია, ერთის მხრივ, 4 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რა დროსაც პატრიარქმა გამოხატა მოსაზრება, რომ რეფორმის განხორციელება საქართველოს დაშლისკენ მიიყვანს, რასაც ეკლესია არ შეეგუება და „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს". ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქცენტები საზოგადოებაში თვითმმართველობის რეფორმის არსისა და მისი შედეგების თაობაზე ნეგატიური აზრის ფორმირებასა და პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძლიერი თვითმმართველობა არის არა საფრთხე ქვეყნის ერთიანობისთვის, არამედ მეტი გარანტია დემოკრატიული და ეფექტური მმართველობისა, რადგან ძლიერი თვითმმართველობა, თავისი არსით, გულისხმობს არა ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრებას, არამედ მოქალაქეთათვის მეტი შესაძლებლობის მიცემას, მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში. ეფექტური დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისათვის...", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართლიან არჩევნებს აქვს გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები აღნიშნული კანონპროექტის მიმართ, რომელსაც პარლამენტს კანონპროექტის განხილვის სტადიაზე წარუდგენს.
სრულად
წყარო: isfed.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)