en
ge

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის განცხადება

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა განცხადება გაავრცელა. „ფორუმის მმართველი კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას 30 ნოემბრის დილით კიევში ევრომეიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ახალგაზრდა მონაწილეებზე პოლიციის თავდასხმის გამო.
ევროპის ისტორიაში პირველად, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი აქცია, რომელიც შეიკრიბა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამის ფონზე ქვეყანა კი კვლავ აცხადებს რომ ევროინტეგრაცია მისი სტრატეგიული მიზანია. ...შევახსენებთ უკრაინის ხელისუფლებას რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. მოვითხოვთ ადამიანებზე, მათ შორის ქალებსა და მოზარდებზე, თავდასხმისა და დაზიანების ყველა ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას. მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ჩინოვნიკი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ კიევში.
თავისუფალი შეკრების უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო:eapnationalplatform.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)