თბილისი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უსინათლო სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო-სამუშაო კუთხის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც უსინათლოებს კომპიუტერისა და პრინტერის გამოყენება დამოუკიდებლად შეეძლებათ.
ამ პროექტის ინიციატორები თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში.
წყარო: freea.ge