სამეგრელო. 5 დეკემბერს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებმა ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში თანატოლთა ტრენინგი შიდსის თემაზე ჩაატარეს. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
თანატოლგანმანათლებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ახალგაზრდებს აივ ინექციაზე, მის სტადიებზე, ინფექციის სინდრომებზე, ასევე თუ რა გზებით შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს ან არ დაინფიცირდეს.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის „განახლებული მატჩი" - ჩვენება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში