თბილისი. „მწვანე ალტერნატივამ" 5 დეკემბერს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია ენერგეტიკის მინისტრის კომენტარზე ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ 19 ნოემბერს სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
„მწვანე ალტერნატივა ითხოვს, დაევალოს კახა კალაძეს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და ორგანიზაციის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: greenalt.org