en
ge

განცხადება რელიგიური საკითხების შემსწავლელი კომისიის შესახებ

თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა რელიგიური საკითხების შემსწავლელი კომისიის შესახებ განცხადება გაავრცელა. „საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N305 დადგენილებით რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. ...დებულებაში მითითებულია კომისიის რამდენიმე ამოცანა. მიგვაჩნია, რომ ამ ამოცანების ფორმულირება არ არის მკაფიო და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა", ნათქვამია განცხადებაში. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააზუსტოს და მკაფიოდ წარმოაჩინოს კომისიის მანდატი და მისი საქმიანობის ამოცანები.
სრულად
წყარო: tdigeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)