en
ge

საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიშები

თბილისი. ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს.
„საჯარო ინფორმაციის ანგარიშის წარდგენა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასების და კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის. სამწუხაროდ საქართველოში 10 დეკემბრის ანგარიშის წარდგენის დღემდე არსებული პრაქტიკა უარყოფითია", ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე.
ინსტიტუტის მიერ 2012 წელს განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა სერიოზული ხარვეზები, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები 10 დეკემბრის ანგარიშის წარდგენისას უშვებენ. „საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ანგარიშს არასრულყოფილი სახით წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოებს. ხშირად ანგარიშების წარდგენა ვადის დარღვევით ხდება, ხოლო ზოგიერთი საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშის წარდგენას აუცილებელ ვალდებულებად არ განიხილავს".
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023