თბილისი. საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, ორგანიზაცია უკრაინელ ხალხს მიმართავს. „საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც არავის, ესმის იმ მძიმე და ამავდროულად გადამწყვეტი პროცესების მნიშვნელობა, რომლებიც დღეს თქვენ თავს ტრიალებს. ჩვენ საერთო ტვირთი გვაწევს, სამწუხაროდ რუსული ბორკილები ჯერაც უკან-უკან გვექაჩება და არ გვაძლევს საშუალებას წინსვლისა და განვითარებისათვის. გზა ევროპისაკენ ბევრი გამოწვევით არის სავსე, მაგრამ უკრაინელ ხალხს, ისევე როგორც ქართველებს, არასოდეს შეგვშინებია სიძნელეების და გვესმის თუ რა დიდი ძალის მოცემა შეუძლია გამხნევებას, მოძმე ერის თანადგომას, რომელიც ერთი-ორად განამტკიცებს თავისუფლებისაკენ სწრაფვას", ნათქვამია მიმართვაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში