თბილისი. 5 სექტემბერს, ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. ასევე საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობა (77%) აპირებს მონაწილეობის მიღებას.
კვლევა 2012 წლის 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში ჩატარადა, პირისპირი ინტერვიუ საქართველოს მასშტაბით 2,038 რესპონდენტს ჩაუტარდა. კვლევაში ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის, მედიის მიმართ. პარტიათა რეიტინგს NDI 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
NDI-ის კვლევები დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ და მას ახორციელებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).