სამეგრელო. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელ „სინერგიას" წევრებმა 3 და 4 სექტემბერს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დევნილთა პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„დევნილების პრობლემებთან მიმართებაში, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს საკუთარი ხედვა. მათ წინასაარჩევნო პროგრამებში ადეკვატურად უნდა აისახოს დევნილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარება", – აღნიშნა ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის" წევრმა ნონა უბილავამ.
ქსელი „სინერგია" აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე 2002 წლიდან მუშაობს.