en
ge

კაპიტალიზმი სოციალიზმის წინააღმდეგ

კაპიტალიზმი სოციალიზმის წინააღმდეგ
თბილსი. კაპიტალიზმსა და სოციალიზმს განიხილავდნენ აესკოს (ახალი ეკონომიკური სკოლა –საქართველო) მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე. ლექციას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და მას ორგანიზაციის პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე უძღვებოდა.

კაპიტალიზმსა და სოციალიზმს განიხილავდნენ გუშინ აესკოს (ახალი ეკონომიკური სკოლა –საქართველო) მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე. ლექციას სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და მას ორგანიზაციის პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე უძღვებოდა.

„კაპიტალიზმი სოციალიზმის წინააღმდეგ" საჯარო ლექციების ციკლის პირველი ლექციაა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო" ატარებს. მომდევნო ლექცია 7 მარტს გაიმართება თემაზე: „კერძო ხარჯების გაღების ლოგიკა სამთავრობო ხარჯების გაღების ლოგიკის წინააღმდეგ". ლექციას გია ჯანდიერი წარუძღვება. ორგანიზატორების თქმით საჯარო ლექციების მიზანი „ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობის უკეთესად გააზრებაა".
საჯარო ლექციების ციკლი ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა და ეკონომისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)