თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ყოფილი პრემიერის ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, „მერაბიშვილის განცხადება სამართლებრივად იძლევა გამოძიების დაწყების უფლებამოსილებას და მხოლოდ ობიექტური გამოძიების შემდეგ იქნება შესაძლებელი საკითხის ამოწურვა და საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში