en
ge

EMС მიესალმება ამბულატორიების მშენებლობისას შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებას

თბილისი. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ნოემბერში გაავრცელა განცხადება, რითაც მოუწოდა მუნიციპალური განვითარების ფონდს ქვეყნის მასშტაბით 81 ამბულატორიის მშენებლობის პროექტში გაეთვალისწინებინა შშმ პირთა უფლებები.
ფონდმა ორგანიზაციას მიაწოდა ამბულატორიების მშენებლობის საპროექტო გეგმა. „ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობის ახალი პროექტი უკვე უზრუნველყოფს ამბულატორიების სანიტარული კვანძების მისაწვდომობასა და სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალურ ფონდს და აცხადებს, რომ პროექტში სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთათვის უნდა იყოს გათვალისწინებული, არამედ სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
სრულად
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)