კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციის „თემი და გარემოს" წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან პროექტის – „კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გარემოს დაცვითი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა" – დასკვნით შეხვედრა გამართეს.
პროექტის მიზანია კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა გარემოს დაცვით პრობლემებზე. პროექტის ფარგლებში კახეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისთვის ჩატარდათ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი ფონდების მოძიებასა და პროექტების მართვის შესახებ.
წინა შეხვედრებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა იმუშავეს პროექტებზე, რომლებიც მიზნად რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა. პროექტის დასკვნით შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს, რომელთაგანაც, საბოლოოდ, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ერთობლივი პროექტი დაფინანსდა, რომელიც ახმეტაში ორვილის, ხოლო თელავში – შალაურის ხევის გაწმენდას ისახავს მიზნად.