თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აჭარის რეგიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის ეფექტურობის ანალიზს.
2013 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს გაეგზავნათ წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო თითოეული მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების ჩამონათვალი. ასევე დავინტერესდით, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული ბიუროებში და რამდენია მათი სახელფასო ფონდი.
წყარო: transparency.ge